საიტის წესები და პირობები
GAMEON.GE – ონლაინ რესურსია, რომელიც მორგებულია ყველა კატეგორიის ბავშვზე: ფერებით, დიაზაინით, სიმარტივით. ,,ბავშვთა განვითარება“ დაინტერესებულ მომხმარებელს ყოველთვის გაუწევს ონლაინ თუ სატელოფონო კონსულტაციას. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ GAMEON.GE – ის მსოფლიო ბაზარზე ანალოგი არ ყავს. ამდენი მასალა ერთად, ასე თავმოყრილი და დალაგებული თემატურად არ გაკეთებულა. ვინაიდან ეს მასალა ეხებათ ბავშვებს გათვალისწინებულია ყველა ფსიქოლოგიური ფაქტორი.
შპს „გეიმონ.ჯი“ აფასებს ამ ვებგვერდისადმი (შემდგომში – ვებგვერდი) თქვენს ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში. ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემუშავებულია პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. ვებგვერდზე დარეგისტრირებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში – პოლიტიკა)თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა. 1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ: რეგისტრირდებით ჩვენ საიტზე; ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას. 2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია ვებგვერდის იმპროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი. ის მოიცავს: თქვენ სახელს და გვარს, რეზიდენციის ქვეყანას და ქალაქს, სატელეფონო ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს; ინფორმაციას საკრედიტო და სადებეტო ბარათის შესახებ, ინფორმაციას თქვენი საბანკო ანგარიშის ნომრის და საბანკო ბარათის 16 ნიშნა ნომრის ან სხვა საბანკო ინფორმაციის შესახებ. 3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება. ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, რათა: დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენგან შეძენილი საქონელი და მომსახურებები და მოგაწოდოთ ინფორმაცია; თქვენი შეკვეთის დამუშავების მსვლელობის/მიმდინარეობის შესახებ; ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ (თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ ჩვენი მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით); მოგაწოდოთ შესაბამისი მომსახურება ან პროდუქტი; დაგიკავშირდეთ შეთავაზებების და აქციების თაობაზე იმაზე დაყრდნობით თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებებს; ჩავატაროთ კვლევები, მარკეტინგული და სტატისტიკური ანალიზები, მათ შორის, ანონიმურ ან პერსონალიზებულ საფუძველზე მონიტორინგი იმის თაობაზე, თუ როგორ სარგებლობენ მომხმარებლები ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით; ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოთხოვნილია კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რავადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება. 4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება. ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით. ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით. 5. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა. ინტერნეტის (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მაგრამ არამხოლოდ) საშუალებით გადაცემული კომუნიკაცია არ არის უსაფრთხო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არის დაშიფრული. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს. 6. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები. თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ეს გვერდი. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „გეიმონ.ჯი“-ს მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
მიუხედავად ჩვენი გუნდის უდიდესი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, გეინონ.ჯი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სრულ სიზუსტეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საინფორმაციო ბაზა შექმნილია მხოლოდ რელევანტური ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, როგორიცაა ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები და ა.შ., თავად აღნიშნულ წყაროებში შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული მცირე უზუსტობები. პასუხისმგებლობის შეზღუდვა გეიმონ.ჯი-ს გუნდი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდის გამოყენების შედეგად დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ- შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. ვებ-გვერდის გამოყენება ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის, ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო. ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მისი სტრუქტურა, გამოსახულება და დიაზინი, მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება – მათ შორის სოციალურ მედიაში – კომერციული მიზნებისთვის. სასტიკად აკრძალულია ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება, მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით. რეგისტრაცია/ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ- გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად. აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით – „ლოგიკური ბომბი“ „ტროას ცხენი“ და ა.შ. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას. თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ტექნიკური შეფერხების, ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, „გეიმონ.ჯი“ არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ვებგვერდზე ხანგრძლივი ტექნიკური ხარვეზის არსებობის (1 თვე და მეტი), რაც შეუძლებელსგახდის მომხმარებლისთვის მის გამოყენებას ან ვებგვერდის გაუქმების შემთხვევაში თქვენს მიერ შეძენილი ყველა პროდუქტი საოფისე პროგრამის ფორმატში გამოიგზავნება თქვენს ელ.ფოსტაზე. ინტელექტუალური საკუთრება ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს „გეიმონ.ჯი“-ს საავტორო უფლება. „გეიმონ.ჯი“-ს საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე ცვლილების განხორციელება „გეიმონ.ჯი“უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მეშვეობით:
bavshvtaganvitareba@gmail.com
bavshvtaganvitareba@gmail.com
შპს გეიმონ.ჯი
მის.: საქართველო, თბილისი,
ტელ.: 593652790
ელ.ფოსტა: gegameon@gmail.com